სასამართლო ბალისტიკა - მეორე გამოცემა
30b
ნაშრომის ავტორია საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი/მთავარი ექსპერტი, პოლიციის პოლკოვნიკი, სამართლის დოქტორი გიორგი ძინძიბაძე.
წიგნში სისტემურადაა თავმოყრილი და გაანალიზებული:
სასამართლო ბალისტიკის ცნება, კვლევის ობიექტები, საგანი და მეთოდები;
ხელის ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების კლასიფიკაცია და კონსტრუქციული თავისებურებები;
შემთხვევის ადგილზე ბალისტიკის კვლევის ობიექტების აღმოჩენა, ფიქსაცია, ამოღება და ბალისტიკური ვიზირების პრინციპები;
იარაღისა და საბრძოლო მასალის ლაბორატორიული გამოკვლევა, კითხვების ფორმულირება და საექსპერტო დასკვნების პრაქტიკული ნიმუშები;
მასრებსა და ტყვიებზე კვალთა ფორმირების პროცესი, მათი იდენტიფიცირება და ავტომატიზებული საიდენტიფიკაციო სისტემები;
ცეცხლნასროლი დაზიანებების კვლევა და გასროლის მანძილის, კუთხისა და ტრაექტორიის განსაზღვრა.
წიგნი პრაქტიკული გზამკვლევია როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და ლაბორატორიულ კვლევებში მონაწილე ექსპერტებისთვის, ისე გამომძიებლების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის